ბუჩქიდან ფინჯნამდე
ფოთოლი
ვკრეფთ ხელით.
ღნობა
ვაშორებთ ზედმეტ ტენს.
გრეხა
ფოთოლი თავის არომატსა და სტრუქტურას ავლენს.
დაჟანგვა
სწორედ აქ ყალიბდება შავი ჩაის ხასიათი.
შრობა
ვაფიქსირებთ გემოსა და არომატს.
ნამდვილი ქართული ჩაი
ვირჩევთ მცირე ჩაის მეურნეობებს, სადაც საკუთარ ბაღს კარგად იცნობენ და ფოთოლს ხელით ამუშავებენ, ასევე აღორძინებულ საწარმოებს, რომელთაგან ბევრს ორგანული წარმოების სერტიფიკატი აქვს.
- ხელით კრეფა
- ნორჩ ფოთლებს ფრთხილად, მცირე პარტიებად კრეფენ.
- ხელით დამუშავება
- ღნობა, გრეხა, დაჟანგვა და შრობა გამოცდილი ოსტატების მეთვალყურეობით მიმდინარეობს.
- ორგანული მოყვანა
- ჩაი სინთეზური პესტიციდებისა და მინერალური სასუქების გარეშე იზრდება.
- ცნობილი წარმომავლობა
- ვიცით, სად გაიზარდა ჩაი და ვინ შექმნა იგი.